„112“-ს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის დირექტორი ესტუმრა

„112“-ს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის დირექტორი ესტუმრა

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის დირექტორი რემიგიუს ბანიულისი ეწვია.

„112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და „ქოლ-ცენტრის“ მუშაობის სპეციფიკა გააცნო, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული გეგმების და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია უჩვენეს.

ლიტვის სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის დირექტორი „112“-ის ერთიანი ელექტრონული სისტემის – ERC-ის (Emergency Response Center) მუშაობით დაინტერესდა. რემიგიუს ბანიულისმა აღნიშნა, რომ ზარის მიღების პროგრამულად ასახვა, როგორც ოპერატორთან, ასევე დისპეტჩერთან, სამუშაო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის და ამ მიმართულებით ისინი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებენ.
შეხვედრას ლიტვის სახანძრო-სამეთვალყურეო სახელმწიფო საბჭოს უფროს აუდრიუს ჩიუპლისს, ქალაქ ტაურაგას სახანძრო და სამაშველო საბჭოს უფროს მინდაუგას მიკუტავიჩიუსთან ერთად საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ესწრებოდა.
ვიზიტის დასასრულს, „112“-ის დირექტორმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.