ქალური მეხსიერების თავისებურება

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის, რაც მათ დისკომფორტს უქმნით - ამით, ასე ვთქვათ, ისუფთავებენ გონებას ნეგატიური ემოციებისგან.

ქალები კი ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, ღრმად იმარხავენ გონებაშიც და გულშიც.

ერთი შეხედვით, ეს სერიოზული ნეგატივის მომტანია, თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ მის გამოყენებას ვერ შევძლებთ.

მაგალითად, შეეცადეთ, წინა პლანზე წამოსწიოთ და მეხსიერების ზედაპირზე წამოატივტივოთ ის ეპიზოდები, როცა თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობდით, როცა ცხოვრება მშვენიერი იყო და ფიქრობდით, რომ ყველაფერი ადვილად გამოგივიდოდათ. ფიქრში კიდევ ერთხელ განიცადეთ თქვენი ადრეული წარმატებები, მაქსიმალურად ნათლად წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკან კი არ დარჩა, არამედ კიდევ არაერთხელ განმეორდება.

კიდევ... ეძებეთ პოზიტივი უკვე მომხდარში. ბოლოს და ბოლოს, ეს ის გაკვეთილი მაინც არის, საიდანაც დასკვნები უნდა გააკეთოთ. გადადგით ნაბიჯი წინ ისე, რომ უკან ღიმილით მოიხედოთ.

აქციეთ პლუსად ის, რაც ახლა ნაკლად მიგაჩნიათ. თუ მოინდომებთ, ამის გაკეთება რთული არ არის. შეიძლება, არ გჯერათ, მაგრამ, ადამიანი საკუთარ თავს თავადვე „აპროგრამებს“ და შედეგსაც შესაფერისს იღებს.