მიშელ ობამა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირველი ლედია

მიშელ ობამა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირველი ლედია

„ფორბსის“ მტკიცებით, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირველი ლედია.

მისის ობამამ დიდი როლი შეასრულა ბარაკის ორჯერ გაპრეზიდენტებაში. ის ყურადღებას იქცევდა არა მარტო გემოვნებიანი ჩაცმულობით, არამედ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვით.

მიშელ ობამა ჯანმრთელი საკვების პროპაგანდას ეწევა და „ფასტფუდის“ მოყვარულ ამერიკელებს მოუწოდებს ბოსტნეულის რაციონის შემოღებისა და სპორტული ცხოვრების სტილის დამკვიდრებისკენ.

მიშელ ობამა თავად უვლის მცირე ზომის ბოსტანსა და ბაღს თეთრ სახლში და უკომპლექსო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ცნობისთვის, მიშელ ობამა პირველი შავკანიანი პირველი ლედია ამერიკის ისტორიაში.