50 წლის შემდეგ უკეთ ვიცხოვრებთ

50 წლის შემდეგ უკეთ ვიცხოვრებთ

„50 წლის შემდეგ ჩვენ მზის ენერგიის ელექტროავტომობილებით ვივლით. ჩვენს ნაცვლად  კი ბევრ სამუშაოს მოლეკულური კონსტრუქტორები გააკეთებენ, შევჭამთ ლაბორატორიებში წარმოებულ ხორცს - საჭირო არ იქნება ცხოველთა დახოცვა. აუცილებელ ენერგიას დედამიწის ცენტრიდან მივიღებთ და სამუდამოდ დავემშვიდობებით ნავთობს და გაზს“.

იტალიელმა მეცნიერმა  ჯოვანი ბინიამმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასტროფიზიკის ნაციონალურ ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში, მთელი მსოფლიო მოიარა, რათა გაეგო, რომელი აღმოჩენები, გამოკვლევები და გამოგონებებია საჭირო, რომ ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად კვლავ ენერგია რჩება.

თვით ბინიამი, როგორც ბევრი სხვა მეცნიერი, ბირთვული ენერგიის გამოყენების მომხრეა, თუმცა ითვალისწინებს მისადმი საზოგადოების ნეგატიურ აზრს, რომელიც სავარაუდოდ, არც 50 წლის შემდეგ არ შეიცვლება.

ასევე ყურადსაღებია ის, რომ ნახშირწყლების ნედლეული პლანეტის ბალანსს არღვევს და სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროები კი ვერ დააკმაყოფილებს მსოფლიო მოთხოვნას. ამიტომ, „უნდა ავირჩიოთ მესამე გზა - ღრმა გეოთერმია“.

„2064 წელს დაიბადება ბავშვი, რომელიც 162 წელს იცოცხლებს, მარსზე ისეირნებს, რომ სამყაროს საიდუმლოებებს ჩასწვდეს, აღმოაჩინოს და შეიცნოს მიუწვდომელი, მიიღოს სიგნალი სხვა მზის სისტემებიდან; სადაც გონიერი არსებები ცხოვრობენ“, - ომახიანად აცხადებს იტალიელი მეცნიერი.