ნაბახუსევთან ბრძოლა  არცთუ ისე რთულია

ნაბახუსევთან ბრძოლა არცთუ ისე რთულია

ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თავს იჩენს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების მოშლა, უგუნებობა და ასე შემდეგ. უმეტეს წილად, ეს შეგრძნებები ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღეს ვითარდება. მათთან ბრძოლა, მართლა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, ნუ იჩქარებთ აბების დალევას. მედიკამენტების მიღება კი არ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, არამედ, პირიქით, გაგიუარესებთ.

თუ ნაბახუსევზე თავი გტკივათ, მაგრამ გულისრევის შეგრძნება არ გაწუხებთ, მაშინ დილით დალიეთ მაგარი ყავა და მიაყოლეთ კარაქიანი პური.

არამც და არამც, ნაბახუსევზე არ დალიოთ სასმელი და არ ჭამოთ მსუყე, მწარე და ცხარე საკვები. უმჯობესია მსუბუქად დანაყრდეთ და ჩაი, ყავა და წვენები დალიოთ.