შვედეთში Pink Floyd–ის უცნობი კონცერტის ჩანაწერი აღმოაჩინეს. ჩანაწერი 1967 წელს, ანუ ჯგუფის სადებიუტო ალბომის The Piper at the Gates of Dawn–ის გამოსვლიდან ერთი თვის თავზეა გაკეთებული. კონცერტი სტოკჰოლმში არსებულ ერთ–ერთ დარბაზში გაიმართა და მისი ხანგრძლივობა 50 წუთი იყო. პირველი სიმღერის დაწყებამდე ჩანაწერში ისმის ერთ–ერთი მუსიკოსის ხმა, რომელიც მეორეს ეუბნება: “რასაც ჩვენ ვუკრავთ, არავის მოეწონება.“
სავარაუდოდ, სულ მალე, კონკრეტულად კი, 2011 წლის მაისში კონცერტის ტრანსლირება იმავე დარბაზში – Gyllene Cirkeln–ში მოხდება. ჩანაწერის მოსმენის საშუალება ჯგუფის თაყვანისმცემლებს 3 და 7 მაისს ექნებათ. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
როგორც ამ პროექტის განმახორციელებლები იმედოვნებენ, შესაძლოა, მოგვიანებით ჩანაწერი ოფიციალურადაც გამოიცეს.