ყველას გაგვიკეთებია ცხოვრებაში რაღაც, რისი გახსენებაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებსაც კი გვრცხვენია. "ამბები.გე" შეეცადა გაერკვია, რისი გახსენება რცხვენიათ ცნობილ ქართველებს, რომელ დღეს, ან საქციელს თვლიან სამარცხვინოდ. უმეტესობამ უარი თქვა ასეთი ფაქტების გახსენებაზე, იყვნენ ისეთებიც, ვისაც არაფრის გახსენება არ რცხვენია.
ნინა წკრიალაშვილი
ნინა წკრიალაშვილი ყოველთვის გულახდილობით გამოირჩევა, რასაც ფიქრობს იმას ამბობს და აკეთებს. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყველაზე მეტად რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ნანობს. მან სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო ორ სერიაში ითამაშა და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის შვილს დედის მიერ შესრულებული დოდოშკას როლი მოეწონა: "ჩემ შვილს მოეწონა. შენც დოდოშკასავით დაუნი ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო, დამცინა სანდრომ". მოგვიანებით ნინამ ამ სიტყვების გამო ბოდიშიც მოიხადა. "რამდენიმე დღის წინ დაუფიქრებლად ვიხმარე სიტყვა და ძალიან ვინერვიულე, ამით უამრავ ადამიანს ვატკინე გული. რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ. მრცხვენია ამის გამო და ყველას ვთხოვ, მაპატიონ", - განუცხადა ნინა წკრიალაშვილმა "ამბები.გე"-ს.
ანრი ჯოხაძე
იმის მიუხედავად, რომ ეპატაჟურია, მის მიერ ჩადენილი არცერთი საქციელი არ უნანია. თუმცა მის ცხოვრებაშიც იყო ერთი ეპიზოდი, რომლის გახსენებაზე ეცინება და თან რცხვენია. "ბავშვობაში დავთვერი და ახლაც მახსოვს, როგორ უსაქციელოდ მოვიქეცი. ზუსტად ვერ გეტყვით, რას ვაკეთებდი, შემდეგ ამის გამო ძალიან მრცხვენოდა. მას შემდეგ სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია. მართალია სკანდალური და პირდაპირი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი პირიდან რაც ამოდის, ის სანანებელი არასდროს გამიხდება.
ანუნა მდივნიშვილი
მომღერალი და ტელეწამყვანი ანუნა მდივნიშვილი მოუსვენარი ბავშვი იყო. როგორც ჩვენთან საუბარში ანუნამ აღნიშნა, სწორედ ბავშვობის პერიოდის გახსენება ეუხერხულება. "ჩემი სახლის ქვეშ სალონი იყო, სადაც უამრავი ხალხი დადიოდა. ხალხი სალონიდან დავარცხნილი რომ გამოდიოდა, მე წყალს ვასხამდი აივნიდან. თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც სახლში ამოვიდა ჩემთან სალონის გაბრაზებული მეპატრონე და მეჩხუბა. ახლა რომ მახსენდება ეს ამბავი, ძალიან მეცინება, მაგრამ ამავე დროს სადღაც მრცხვენია, ამას რომ ვაკეთებდი.
გვანცა ბაგრატიონი
სკანდალური გვანცა ბაგრატიონი იმ დღეს ნანობს, როცა 17 წლის ასაკში ერთ ბიჭს საჩუქარი სახლში მიუტანა. ცნობილია, რომ ის ბერა ივანიშვილზე იყო შეყვარებული და მის მიერ შექმნილი პორტრეტი ბიძინა ივანიშვილის ვაჟს სახლში მიუტანა, თუმცა ამ ფაქტს ნანობს, თუ სხვასაც მიუტანა ანალოგიური საჩუქარი, ამას არ გვიკონკრეტებს. "17 წლის ვიყავი, ერთი ბიჭი მომწონდა, რომელსაც სახლში ავუტანე საჩუქარი, ეს დღე ყველაზე სამარცხვინოდ მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან. კაცს არასდროს უნდა გაუკეთოს ქალმა საჩუქარი. შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. პატივისცემას სათანადოდ ვპასუხობ, მაგრამ იმ დღის გახსენება ისე მრცხვენია, არასდროს აღარ გავაკეთებ იგივეს", - განაცხადა გვანცამ.
მერსი სულხანიშვილი
გოგონა, რომელიც საზოგადოებამ თამამი ჩაცმულობით გაიცნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ საქციელს ნანობს, როცა მამაკაცებს საკუთარ მკერდს "ასინჯებდა". "ისეთი არაადეკვატური ვარ, შეიძლება ითქვას, ყოველი დღე სამარცხვინოა ჩემთვის. ყველაზე მეტად მაშინ შემცრხვა საკუთარი თავის, როცა გადაცემა "პროფილში" ვიყავი სტუმრად. მოულოდნელად წამოვდექი და მამაკაცებისკენ გავემართე, მინდოდა ისინი დამერწმუნებინა, რომ ბუნებრივი მკერდი მაქვს და არა გაკეთებული. თან ვამბობდი, რომ მათ ყოველდღე არ აქვთ ლამაზი მკერდის ხილვის სიამოვნება. ზედმეტად "გავამარიაჟე" საკუთარი მკერდი და ამის გამო ძალიან შემრცხვა.