22 ორგანიზაცია ევროკავშირის პრეზიდენტს სააკაშვილის პერსონა ნონგრატად გამოცხადებას სთხოვს

22 ორგანიზაცია ევროკავშირის პრეზიდენტს სააკაშვილის პერსონა ნონგრატად გამოცხადებას სთხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბარუზოს წერილობით სთხოვენ სანქციები გამოიყენონ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა აუკრძალონ: მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, კონსტანტინე კუბლაშვილს და ხათუნა კალმახელიძეს. 

როგორც 8-გვერდიან წერილობით მიმართვაშია ნათქვამი, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არშეშვების მოთხოვნის მიზეზია ადვოკატთა კორპუსის მიზანმიმართული დევნა, რამაც ”მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო და მიიღო ინტენსიური ხასიათი”.

მიმართვაში ასახულია ის ვითარება, რომელშიც მოექცა ადვოკატთა კორპუსი, 2003 წლის ნოემბრის შემდეგ და ამასთან, მოყვანილია ადვოკატების დევნის კონკრეტული ფაქტები.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ზაზა ხატიაშვილთან ერთად, მიმართვას ხელს აწერს 22 არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერი, მათ შორის არიან: ”ქართული აკადემიიდან” თემურ ნანეიშვილი, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმოამდგენლები - ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელია, ”გადაარჩინე სიცოცხლე”-ს ლიდერი იური ვაზაგაშვილი, ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, ”სახალხო-სახალხო წინაღმდეგობის მოძრაობიდან” სოსო მანჯავიძე, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ლიდერი ლია მუხაშავრია, ვეტერანთა კავშირი ”ვექთარი”, ”საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია”...