ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობმა ქალმა – კეიტ უინსლეტმა, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გალამაზდა, წონაში დაიკლო და დიდებულად გამოიყურება, ცოტა ხნის წინ, ჟურნალ “გლამურის“ კორესპონდენტს გულახდილად უამბო იმ მეთოდის შესახებ, რომლის წყალობითაც ასეთ ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია.
ცნობილმა მსახიობმა გულწრფელად აღიარა, რომ იყო დრო, როცა ძალზე უკმაყოფილო გახლდათ საკუთარი გარეგნობით, განსაკუთრებით კი - სხეულის ფორმებით, თუმცა არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს, ხოლო მისდა გასაკვირად, წონაში დაკლებას ხელი არც მეტი, არც ნაკლები – მეუღლესთან, სემ მენდესთან განშორებამ შეუწყო.
გალამაზებული, გამხდარი და გაახალგაზრდავებული უინსლეტი ამიერიდან თამამად აპირებს კონკურენციას ჰოლივუდის სხვა ლამაზმანებთან და საკუთარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, რისი საფუძველიც, ფაქტია, რომ ამჯერად ნამდვილად გააჩნია.
atb.ge