"ალანა გაგლოევა სააკაშვილისგან დაფეხმძიმდა"

"მსოფლიო ლიდერები და მათი საყვარლები" - ამ სახელწოდებით ცნობილი რუსული ფოტო-საიტი, bigpicture.ru სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქართული აუდიტორიისთვის საყურადღებო იმით არის, რომ მსოფლიო ლიდერთა ჩამონათვალში, რომლებსაც საყვარლები ჰყავდათ, საიტს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს მოხსენიებული. საიტი წერს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პრესმდივანთან, ალანა გაგლოევასთან ჰქონდა სექსი.

"საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მოარული ხმების მიხედვით კავშირი ჰქონდა თავის ყოფილ პრესმდივანთან, ალანა გაგლოევასთან. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გაგლოევა სააკაშვილისგან იმ პერიოდში დაფეხმძიმდა, როდესაც სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი მეორე ბავშვს ელოდებოდა. იმისთვის, რომ უკანონო ბავშვი 

დაემალა, სააკაშვილმა სცადა გაგლოევა შიდა ქართლის გუბერნატორისთვის, მიხეილ ქარელისთვის მიეთხოვებინა, თუმცა მან უარი თქვა და შედეგად ის პატარა ქალაქში გააგზავნეს საცხოვრებლად. სააკაშვილის ბიჭის გაჩენის შემდეგ, მოარული ხმები მის რომანებზე შეწყდა", - წერს საიტი.

Ambebi.ge გთავაზობთ bigpicture.ru-ს ფოტოგალერეას სახელწოდებით "მსოფლიო ლიდერები და მათი საყვარლები".