ბერძნული სამარხვო კერძი

ბერძნული სამარხვო კერძი

სტაფილო და ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვშუშოთ ცხიმში, დავამატოთ გადარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი - გემოვნებით.

შემდეგ, კერძი შემოვდგათ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე. ადუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ დაახლოებით 10-15 წუთი.

დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში. სულ ბოლოს კი, მზა ბრინჯი გადავიტანოთ თეფშზე ან ლანგარზე.

ინგრედიენტები:

2 ჩაის ჭიქა ბრინჯი,

3 ჩაის ჭიქა წყალი,

100 გრამი მარგარინი ან სამარხვო კარაქი,

2 ცალი სტაფილო,

1 მოზრდილი თავი ხახვი,

მარილი - გემოვნებით.