საამო სურნელი სიყვარულს აძლიერებს

საამო სურნელი სიყვარულს აძლიერებს

ერთი თვის წინ ფრანგმა კოსმეტოლოგებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს - გასინჯეს ეგვიპტის ფარაონის სუნამოს ნამდვილი არომატი.

„ლორეალის“ ფრანგული ფირმის ექსპერტებმა 6 წელზე მეტი მოანდომეს სურნელოვანი ნივთიერების უნიკალური ფორმულის მოპოვებას, რომელსაც ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ.

მათ შეისწავლეს ჩვენამდე მოღწეული 2000-ზე მეტი მანუსკრიპტი, დაახლოებით 500 იშვიათი ზეთი და ბალახი შეურიეს ერთმანეთს იმ სურნელის მისაღებად, რომლითაც აღტაცებული იყო ეგვიპტის ელიტა.

მიღებული ნივთიერება არ ჰგავს თანამედროვე სუნამოს. თურმე ძველი ეგვიპტელები არ იპკურებდნენ ინანთეულს.

ფარაონების ნელსაცხებელი „კოფი“ სურნელოვანი ბურთულებია. მას წვავდნენ ნახშირზე, პატარა ოთახში. სხურების მსურველი უნდა მდგარიყო საცეცხლურთან ახლოს, კვამლთან.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ საამო სურნელი აძლიერებდა სიყვარულის გრძნობას. ამბობენ, სუნამოს მუმიებსაც „უბოლებდნენ’, რათა სიყვარულით საიქიოშიც დამტკბარიყვნენ.