რატომ ვამთქნარებთ?

რატომ ვამთქნარებთ?

ცოტა ხნის წინ მავანმა და მავანმა ფილადელფიელმა ფსიქოლოგმა მთქნარების მიზეზების დასადგენად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს „საინტერესო“ ექსპერიმენტი ჩაუტარა.

მან თავის პაციენტებს ხელზე ღილაკიანი სამაჯური გაუკეთა და სთხოვა, მთქნარებისას მასზე თითი დაეჭირათ.

საბოლოოდ დადგინდა, რომ ადამიანი ამთქნარებს, როცა ის აქტიური მოქმედებისთვის ემზადება. მაგალითად, სპორტსმენები ყველაზე ხშირად შეჯიბრების წინ ამთქნარებენ, სტუდენტები - გამოცდის წინ.

თუმცა, ეს მხოლოდ ადამიანებს არ ეხებათ. თურმე აქტიური მოქმედების წინ, ანუ მსხვერპლზე თავდასხმისას და ჭამის წინ ცხოველებიც ამთქნარებენ.