სკანდალი: ზალიკო ჩიქობავამ ტაქსისტი ქალი ცემა?! -

სკანდალი: ზალიკო ჩიქობავამ ტაქსისტი ქალი ცემა?! - "კახპა მეძახა, სისხლჩაქცევები მაქვს, მანქანას ჩაარტყა წიხლი"

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მსახიობმა ზალიკო ჩიქობავამ გუშინ ტაქსის მძღოლი სცემა. როგორც ჩვენთან საუბარში დაზარალებული ტაქსის მძღოლი, შორენა კეჭეყმაძე იხსენებს, ზალიკო ჩიქობავა ნასვამი იყო. 

- ზალიკო ჩიქობავასთან გამოძახებით მივედი იოსელიანის 37 ნომერში. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ჩამოვიდა მისამართზე. ის ვერ მხედავდა, მეხუთე სადარბაზოსთან ვიდექი, თვითონ არ იკადრა გადმობრძანებულიყო და მანქანაში ჩამჯდარიყო და როცა მანქანა მოვაბრუნე, შეურაცხყოფა მომაყენა. 

- რას გეუბნებოდათ?
- მან ქუჩის ქალი და კახპა მეძახა. მითხრა, სხვა საქმეზე ხარ გამოსული ქუჩაშიო. მემუქრებოდა, მეუბნებოდა, არ იცი ვინ გადაიკიდე, კარგად დაიმახსოვრე, შენი ოჯახის წევრები, ისე გაგანადგურებთ, როგორც წვეთი ზღვაშიო. სისხლჩაქცევები მაქვს მარჯვენა ფეხზე მუხლთან, მანქანას ჩაარტყა წიხლი და მარცხენა იდაყვი მაქვს დაზიანებული. ყვიროდა, არ იცით მე ვინ ვარ, ვისთან გაქვთ საქმე და ვის შეეჭიდეთო. თავის სახელს არ ამბობდა და მერე გავიგე, რომ ეს იყო ზაალ ჩიქობავა. 

- პატრულს არ მიმართეთ?
- მივმართე. პოლიციაც ჩაერია საქმეში, მიმდინარეობს გამოძიება. მანქანას ჩაუტარეს ექსპერტიზა. ახლა ველოდები მე, რომ გამიკეთონ ექსპერტიზა დაზიანებულ ადგილებზე. 

- ნასვამი იყო?
- საკმარისზე მეტად ნასვამი იყო. 

Ambebi.ge ზალიკო ჩიქობავასაც დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. 

- ბატონო ზალიკო, გავრცელდა ინფორმაცია და ჩავწერეთ კიდეც დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეთ, მართალია ეს ინფორმაცია?
- აბა, რა გითხრათ...

- რამ გაგაღიზიანათ?
- მომსახურეობით ვიყავი უკმაყოფილო.

- ის ამბობს, რომ თქვენ მას დაემუქრეთ და მიაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, მართალია?
- მოწმეები სხვა რამეს ამბობენ. 

- უარყოფთ?
- სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე მასაც და მის კომპანიასაც. 

- რითი დარჩით უმაყოფილო?
- გვიან მოვიდა, არ მოვიდა დანიშნულების ადგილას. გადმოგვყარა მანქანიდან მე და ჩემი მეგობრები. იმიტომ, რომ თურმე სხვა კლიენტთან ეჩქარებოდა და ა.შ. ეს არის ცუდი კომპანიის ცუდი სერვისი. 

- ამართლებთ თქვენს საქციელს, ქალს შეურაცხყოფა რომ მიაყენეთ?
- უადგილო შეკითხვაა ეს. როდესაც ქალი გირტყამს კაცს, სხვა არაფერი დაგრჩენია იმის გარდა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენო.