როგორ დავსაჯოთ ქმარი

როგორ დავსაჯოთ ქმარი

რამდენიმე დღის წინ ამერიკაში 911-ზე დარეკა ქალბატონმა, რომელიც შველას ითხოვდა. ოპერატორს ყურმილში პარალელურად ვიღაცის ყვირილი ესმოდა.  

გამოძახების ადგილზე მისვლისას პოლიციის ბრიგადას შემდეგი სურათი დახვდა: ქალი ქმარს საჭმლის ჭამას აძალებდა, მეუღლე კი მას წინააღმდეგობას უწევდა. ცოლმაც პოლიცია სწორედ ამის გამო გამოიძახა.

როგორც ამერიკული მას-მედია იუწყება, ბოლო ხანებში ქალმა პოლიციას მსგავსი სულელური თხოვნით 30-ჯერ მიმართა. და ეს ერთეული შემთხვევა არ გახლავთ.

ახალგაზრდა ქალმა პოლიცია გამოიძახა, რათა თავისი 6 წლის გოგონასთვის ჭკუა ესწავლებინა. ბავშვმა სუპერმარკეტში ერთჯერადი ტატუ მოიპარა, რის გამოც დედამ პოლიციას მიმართა, რათა ბავშვს მსგავსი რამ აღარასოდეს გაემეორებინა.