გერმანელები ყველაზე ნაკლებად გონებამახვილურები აღმოჩნდნენ

გერმანელები ყველაზე ნაკლებად გონებამახვილურები აღმოჩნდნენ

ცოტა ხნის წინ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც ყველაზე ნაკლებად გონებამახვილი ადამიანები ცხოვრობენ. ეს ჰიტ-აღლუმი 15 ქვეყანაში გამოკითხული 30 ათასი ადამიანის პასუხების შედეგად შედგა.

გამოკითხვაში მონაწილეთა აზრის თანახმად, რომელიც სოციალური ქსელის Badoo–ს შეკვეთით გაიმართა, ყველაზე მეტად ხუმრობას მოკლებული და სხვების რეპლიკებზე მახვილგონივრული პასუხების გაცემის უუნარონი გერმანიის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. ითვლება, რომ გერმანელები არ აფასებენ ერთმანეთის მიმართ იუმორს და უპირატესობას რაციონალურობასა და შრომისმოყვარეობას ანიჭებენ.

ამ რეიტინგში მეორე ადგილზე რუსეთის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. ხოლო მესამე ადგილზე თურქები გავიდნენ.

დიდი ბრიტანეთი, რომელიც ჩვეულებრივ განსაკუთრებული იუმორის მომწოდებლად ითვლება, თავისებური ნაციონალური კოლორიტის თანხლებით, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენელმა განმარტა, გამოკითხვის მონაწილენი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბრიტანელებს ხუმრობა არ ეხერხებათ და რომ გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებნი საკუთარ თავში არიან მეტისმეტად ჩაკეტილნი.

ამ სიის პირველი ათეულის დანარჩენი ადგილები კი ასე განაწილდა: მეხუთე ადგილი - აშშ, მეექვსე - საფრანგეთი, მეშვიდე - პოლონეთი, მერვე - ბელგია, მეცხრე - ჰოლანდია და მეათე - კანადა.