ბავშვობაში ძილის ნაკლებობა გასუქებას იწვევს

ბავშვობაში ძილის ნაკლებობა გასუქებას იწვევს

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა ადამიანების სწრაფი გასუქების ერთ-ერთი მიზეზი გამოარკვიეს.

მათი აზრით, ბავშვობაში არასაკმარისმა ძილმა შესაძლოა ორგანიზმის ძლიერი გაცხიმოვნება გამოიწვიოს.

საქმე ის გახლავთ, რომ არასაკმარისი ძილის დროს ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, რაც მადას აძლიერებს, შედეგად კი ადამიანი წონაში იმატებს.

მეცნიერებმა გააანალიზეს 224 ბავშვის ცხოვრების სტილი სამიდან შვიდ წლამდე. გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებსაც საკმარისზე ნაკლებ ხანს ეძინათ, უკვე შვიდი წლის ასაკისთვის გასუქებისკენ იყვნენ მიდრეკილნი.