საკრებულოში მცირე მეწარმეთათვის, ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების სწორად დახარჯვის შესახებ იმსჯელეს

საკრებულოში მცირე მეწარმეთათვის, ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების სწორად დახარჯვის შესახებ იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიაში წარდგენილი განცხადებები განიხილეს. სხდომას ქ.თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომისიის თავმჯდომარის, კახა კუკავას განცხადებით,  არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით  დედაქალაქის ბიუჯეტში ათი მილიონი ლარი ჩაიდო, რომელიც წარმოადგენს მცირე მოცულობის  სესხებს მცირე მეწარმეებისათვის. მისი თქმით, ამ ეტაპზე ამოცანა არის ის,  რომ ეს თანხა დაიხარჯოს სწორად. როგორც დეპუტატმა განმარტა საქართველოში  ადრეც არსებობდა  ამ სახელწოდების ფონდები, თუმცა მაგალითად  შევარდნაძის მთავრობის დროს შეღავათიან კრედიტებს იღებდნენ  მაღალი ფინანსური მდგომარეობის მქონე პირები და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.  კახა კუკავას თქმით, აუცილებელია სესხები რეალურად მიიღონ მცირე მეწარმეებმა , რომლებსაც უჭირთ ადაპტაცია არსებული საკრედიტო სისტემის პირობებში და  ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა  გახსნან ავტოსამრეცხაოები, საცხობები და სხვა ისეთი ობიექტები, რომელიც შემდგომ  რამოდენიმე ადამიანს დაასაქმებს.