საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ტერიტორიაზე სადგომით კეთილსინდისიერად მოსარგებლე პირების, ე.წ. ”ატსუპნიკების” პრობლემების სამართლებრივი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. სხდომას ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ და უბინაოდ დარჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

კომისიის თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით ე.წ. ” ატსტუპნიკების” საქმე რამოდენიმე ათეულ ათასობით ოჯახს ეხება, რომლებმაც ვერ გაარკვიეს არიან თუ არა თავიანთი საცხოვრებელი ფართის კანონიერი  მფლობელები. დეპუტატის განცხადებით,  ეს ადამიანები მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად ცხოვრობენ  ჩვენს ქვეყანაში და მათ  აღნიშნულ პრობლემაში ბრალი საერთოდ არ მიუძღვით, რამდენადაც ეს არის საბჭოთა დროინდელი იურიდიული ხარვეზი , რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და საკანომდებლო რეგულირება. კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის პარლამენტს და ასევე ყველაფერს გააკეთებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც აქვს თბილისის თვითმართველობას, რომ ეს ადამიანები გაუთანაბრდნენ თავიანთი სტატუსით ბინის მესაკუთრეებს.