დიდი მსახიობი - მარლონ ბრანდო

დიდი მსახიობი - მარლონ ბრანდო

მარლონ ბრანდო ომაჰაში, ნებრასკას შტატში დაიბადა 1924 წელს. მამამისი რთული ხასიათის ადამიანი იყო, რომელსაც შვილებთან ურთიერთობა უჭირდა, ხოლო დედას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. როდესაც მარლონი 11 წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ შერიგდნენ და ჩიკაგოსთან ახლოს, სოფელ ლიბერტივილში დასახლდნენ.

მარლონ ბრანდოს არ უყვარდა მშობლებზე საუბარი, თუმცა ერთხელ, ჟურნალ „ნიუ-იორკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, აღიარა, რომ დედა ლოთი ჰყავდა, ხოლო თვითონ ბისექსუალია. ცნობილია, რომ ამ ინტერვიუს გახსენება შემდგომ წლებში, ბრანდოს არ უყვარდა.

მარლონ ბრანდომ 45 წუთი გაატარა ყინულებიან აბაზანაში, რათა  ფილმში „აჯანყება ბაუნტიზე” მისი სიკვდილი მაქსიმალურად ყოფილიყო რეალობასთან მიახლოებული.

ბრანდოს 18 ათასი დოლარი დაუჯდა ტაიტიდან ქვიშის ტრანსპორტირება ლოს-ანჯელესში, თავისი სახლის აკვარიუმისთვის.

მარლონ ბრანდო სიცოცხლის ბოლო წლებში იშვიათად გადიოდა სახლიდან და საკვებს „მაკდონალდსიდან” ტაქსისტებს აბარებდა. მთავარი მოთხოვნა იყო მისთვის ჰამბურგერები ღობეზე გადაეგდოთ, რადგან ჭიშკრის გაღება ეზარებოდა. ის ამ დროს თავის სასახლეში, მალჰოლანდ-დრაივზე იმყოფებოდა.

მარლონ ბრანდო სახლში ინახავდა თავისი მეგობრისა და გავრცელებული ვერსიის თანახმად, საყვარლის, მსახიობ ვალი კოქსის ფერფლიან ურნას. ანდერძის თანახმად, ბრანდოს ფერფლი კოქსის ფერფლთან ერთად უნდა გაებნიათ. კოქსის ქვრივი რამდენჯერმე ეცადა, რომ თავისი მეუღლის ფერფლი დაებრუნებინა, თუმცა წარუმატებლად.

1976 წლიდან მარლონ ბრანდოს ბიოგრაფები ამტკიცებდნენ, რომ მსახიობი ფარული ბისექსუალი იყო და მას რომანი ჰქონდა ამერიკული კინოს კიდევ ერთ ლეგენდასთან, კერი გრანტთან. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმის, „უკანასკნელი ტანგო პარიზში” გადაღებების დროს, ბრანდოს რომანი ჰქონდა ფილმის რეჟისორთან, ბერნარდო ბერტოლუჩისთან. არსებობს ვერსია, რომ ბერტოლუჩი უკმაყოფილო იყო მსახიობების თამაშით და მათთან დაწოლით გადაწყვიტა, მათთვის ხასიათი გამოეკეთებინა.

თავის ავტობიოგრაფიაში მარლონ ბრანდო ამტკიცებდა, რომ რომანი ჰქონდა მერლინ მონროსთან, ხოლო საუკეთესო მსახიობად ჯონი დეპს მიიჩნევდა

1980 წელს მარლონ ბრანდომ კინოდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა პერიოდულად, მაინც თამაშობდა ფილმებში, ოღონდ მეორეხარისხოვან როლებს. დროის უმეტეს ნაწილს ის ტაიტიზე ატარებდა.

მარლონ ბრანდო სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე სკოლის კორიდორში მოტოციკლით გაიარა.

სიცოცხლის ბოლო წლებში მარლონ ბრანდო სიმსუქნისგან იტანჯებოდა, მისი წონა 90-იანი წლების ბოლოს 136 კილოგრამს შეადგენდა. ამის გარდა, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, რამაც ბრანდოს მხედველობა  დაუქვეითა. ბრანდოს სიკვდილის მიზეზად ფილტვების ფიბროზი დასახელდა.

მარლონ ბრანდო რობერტ დე ნიროს ახლო მეგობარი იყო და როდესაც ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა, დე ნირომ განაცხადა: „მის სიკვდილთან ერთად ყველაფერი შეიცვალა”.

„ნათლიმამის” გადაღებების დროს, მარლონ ბრანდოს პირში სპეციალური კაპი ჰქონდა ჩადგმული, რათა მისი ყბა ბულდოგის ყბას დამსგავსებოდა.

„ნათლიმამაში” შესრულებული როლისთვის მარლონ ბრანდომ „ოსკარი” მიიღო. თუმცა, პროტესტის ნიშნად, დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოცხადდა და იქ აპაჩის ტომის ინდიელი გოგონა გაგზავნა, რომელმაც ასევე, არ მიიღო ჯილდო. ბრანდო ამერიკელი ინდიელების დისკრიმინაციის პოლიტიკას აპროტესტებდა.