სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის, კვების რაციონში გარკვეული რაოდენობით მწვანე სალათის შეტანაც სჭირდება. ის მდიდარია ვიტამინებით.

მწვანე სალათის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, კალციუმს, უჯრედისებს. მისი სამკურნალო ეფექტი დაფუძნებულია უჯრედისის იმ თვისებაზე, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს ნაღვლის ევაკუაციას.

სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. ის ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ვიტამინი თერმული დამუშავების დროს კარგავს ღირებულ თვისებებს. თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს კარგად შეითვისებს თქვენი ორგანიზმი. ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას ორგანიზმში, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად.

განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების ჭამა ორსულობის დროს. ამ დროს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეების განვითარება, ფსიქიკური მოშლა. ეს მჟავა ასევე უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. როცა ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავას ნაკლებობას, ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც ნაკლებია.

კუჭ-ნაწლავის დაავადების თავიდან ასაცილებლად ძალიან სასარგებლოა ფოლიუმის მჟავასა და ბეტაკაროტინის მიღება. ამ უკანასკნელების მარაგი კი სწორედ მწვანე სალათის ფოთლებშია. ის ასევე, შეიცავს ორგანიზმისთვის არანაკლებ საჭირო მჟავებს, რომლებიც საშარდე სისტემას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან იცავს.

თუ გსურთ, თავი დაიზღვიოთ ამა თუ იმ დაავადებისგან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამეთ მწვანე სალათის გემრიელი და სასარგებლო ფოთლები.