კესარიამ საქართველო საყვარელ მამაკაცთან ერთად დატოვა -

კესარიამ საქართველო საყვარელ მამაკაცთან ერთად დატოვა - "ქვეყანას დედოფალი სჭირდება, მაგრამ მაინც მივდივარ"

"ნუ ეძებთ იდეალურ ქალს. ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ' - ასეთი სტატუსი დაწერა კესარია აბრამიძემ 30 აპრილს 'ფეისბუქზე' და აღნიშნა, რომ მიდიოდა იქ, სადაც სიყვარულია. კესარიას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- რატომ მიდიხარ საქართველოდან?
- ქვეყანას დედოფალი სჭირდება, მაგრამ მაინც მივდივარ.

- წერ, მივდივარ, იქ სადაც სიყვარულიაო და როგორც ვხვდები, საყვარელ ადამიანთან ერთად მიდიხართ, თუ ვცდები?
- არ ცდები.

- შეგიძლია, გვითხრა მისი ვინაობა?
- არ შემიძლია.

- ის მაინც გვითხარი, ვიცნობთ მას ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანია?
- ვერც მაგას გეტყვი.

- რომელ ქვეყანაში აპირებთ წასვლას?
- ევროპაში მივდივართ.

- დაქორწინებას გეგმავთ?
- მაგას არ ვფიქრობთ. კომფორტულად ვარ მასთან. მთავარი ესაა...