უცნობი ალ პაჩინო

უცნობი ალ პაჩინო

ალ პაჩინოს ბებია და ბაბუა წარმოშობით სოფელ კორლეონედან იყვნენ, რომელიც სიცილიაზე მდებარეობს.

მის მშობლებს როუზი და სალვატორე ერქვათ. ისინი მაშინ დაშორდნენ, როდესაც პატარა ალფრედო ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

ალ პაჩინო ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მას ქუჩაში, თანატოლებთან სათამაშოდ  მარტოს არ უშვებდნენ. მისი ერთადერთი გართობა გახლდათ დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა. ყოველი სეანსის შემდგომ, ბიჭი ნანახი ფილმის შინაარსს ბებიას უყვებოდა და საუბრის ბოლოს მუდამ ამატებდა, რომ ერთ დღეს თავადაც დიდი მსახიობი გახდებოდა.

მსახიობობამდე ალ პაჩინო მზარეულად მუშაობდა იტალიურ რესტორანში.

მისი სრული სახელი და გვარია: ალფრედ ჯეიმს პაჩინო.

80-იანი წლების ბოლოს ალ პაჩინოს სერიოზული შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო, რომელსაც თან სდევდა უმძიმესი დეპრესია. ის ოთხი წლის განმავლობაში წასული იყო კინოდან და  ალკოჰოლზე დამოკიდებულს თითქმის მთლიანად ჰქონდა დაკარგული მორალური სახე. მოგვიანებით მან დაძლია ყველა პრობლემა და ვარსკვლავური სტატუსი დაიბრუნა.

1961 წლის 7 იანვარს, 21 წლის ასაკში ალ პაჩინო საპატრულო პოლიციამ დააკავა. პოლიციელებისთვის საეჭვო გამოდგა ის ფაქტი, რომ ალ პაჩინოს ეკეთა ნიღაბი და შავი ხელთათმანები, ხოლო ავტომობილი საეჭვოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. ამას გარდა, საბარგულში რევოლვერი აღმოჩნდა. ალ პაჩინომ 3 დღე გაატარა პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში და მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ რევოლვერიც და დანარჩენი ამოღებული ნივთებიც კინორეკვიზიტი იყო და პაჩინოს ის უბრალოდ ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე მიჰქონდა.

ალ პაჩინოს შრომისმოყვარეობაზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. ის დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ლიტრობით სვამდა ყავას და დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა. დანარჩენ დროს კი, გადაღებებზე ან რეპეტიციებზე ატარებდა.

ფილმ „ნათლიმამას” პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის ალ პაჩინომ ჰონორარის სახით 35 ათასი დოლარი მიიღო. ცნობისთვის, ალ პაჩინოს ამჟამინდელი ჰონორარი არანაკლებ 7 მილიონი დოლარია ერთი ფილმისთვის.

„ულამაზო და არაპრეზენტაბელური” - ასე დაახასიათეს დამწყები თეატრალური მსახიობი, ალ პაჩინო  45 წლის წინ სტუდია „პარამაუნტის” მესვეურებმა.

17 წლის ასაკში ალ პაჩინომ თავისი ნებით დაანება სკოლაში სწავლას თავი და  სხვადასხვა დროს ფოსტალიონად, კურიერად, გაზეთების გამყიდვლად, ავეჯის გადამზიდავად და „კარნეგი ჰოლში” კონტროლიორად მუშაობდა.

ინტერვიუების მიცემის დროს ალ პაჩინო გაურბის საუბარს პირად თემებზე და ამიტომ, მისი ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდზე მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.

თავის საუკეთესო როლად ალ პაჩინო ტონი მონტანას გმირს მიიჩნევს ბრაიან დე პალმას ფილმში „ნაიარევი სახე”.

კინოს გარდა ალ პაჩინო აქტიურად არის დაკავებული თეატრში. მისი თეატრალური როლებიდან აღნიშვნის ღირსია მთავარი როლები უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამეში“ და იროდის როლი „სალომეაში”.

თეატრის სიყვარული ალ პაჩინოს 14 წლის ასაკში გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც სკოლის ექსპერიმენტულ სცენაზე ანტონ ჩეხოვის „თოლიას” პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა.

სკოლაში სწავლის დროს ალ პაჩინო თანაკლასელებს ატყუებდა, რომ წარმოშობით ტეხასიდან იყო და მამამისი სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი გახლდათ.

ბავშვობიდან მეგობრობდა ფრედო კორლეონეს როლის შემსრულებელ ჯონ კაზალესთან, რომელთან ერთადაც ითამაშა „ნათლიმამასა” და „ძაღლების შუადღეში”.