საქართველოს და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ რიჰარდ კაზლოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. ალექსანდრე ჭიკაიძემ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მიერ გატარებული ზომები გააცნო.

მხარეებმა ასევე დაადასტურეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა.