ჯონ ლენონის თეთრი ქურთუკი, რომელშიც მუსიკოსი The Beatles–ის ალბომ Abbey Road–ზეა გამოსახული, აშშ–ში აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ The Daily Telegraph–ი წერს.
ქურთუკის ღირებულება, რომელშიც მომღერალი სიმღერა Imagine–ის კლიპში გადაიღეს, 46 ათას დოლარად შეიძინეს. ვაჭრობა 1 იანვარს სააუქციონე სახლ Braswell Galleries–ში შედგა.
გასულ ჯერზე, 2005 წლის ვაჭრობაზე თეთრი ქურთუკი 120 ათას დოლარად გაიყიდა და სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ამჯერად მისი ფასი ამ ღირებულებაზე არანაკლები იქნებოდა. ლოტის სამჯერ გაიაფების მიზეზების შესახებ კი გამოცემა არაფერს იტყობინება.
თეთრი ქურთუკი, რომელშიც ლენონი ლონდონში, ერთ–ერთი ქუჩის გადაკვეთისასაა გადაღებული, შეკვეთით, 1969 წელს ფრანგმა დიზაინერმა ედმონდ ლაპიდუსმა შეკერა.
ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ–იორკში, საკუთარ სახლთან მოკლეს. მკვლელს მარკ დევიდ ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც ის ნიუ–იორკის ერთ–ერთ ციხეში იხდის.