დღეს, 2 მარტს, 19 საათზე, “თიბისი გალერეაში“ ცნობილი თუში პოეტისა და ლიტერატორის – ეთერ თათარაიძისა და მირიან არაბულის მიერ დაწერილი ერთობლივი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებსა და ლეგენდებს, რომლებიც შემდგენლების მიერ საკმაოდ ორიგინალურად იქნება გადმოცემული.
სხვა ღონისძიებებთან ერთად, პრეზენტაციაზე დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის თუშეთსა და ხევსურეთში სტუმრობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის “ავაგე ეკლესიები“ პრეზენტაციაც.
როგორცვ იცით, შარშან საქართველოს პატრიარქი თუშეთში ჩავიდა. ეს ვიზიტი ისტორიული თუნდაც იმიტომ იყო, რომ თუშეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, თუშეთის მიწაზე საქართველოს პატრიარქს ფეხი აქამდე არასოდეს ჰქონდა დადგმული. დღეს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც..