ჰოლივუდის ვარსკვლავ პენელოპა კრუსს დედობა ძალიან მოუხდა. ის დიდებულ ფორმაშია და კვლავ ხიბლავს უამრავ თაყვანისმცემელს. ბავშვის გაჩენის შემდეგ ვარსკვლავი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა, თანაც მაშინვე - წითელ ხალიჩაზე.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა “ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე პენელოპა ყველაზე სექსუალურ და მომაჯადოებელ ქალბატონად აღიარეს. მსახიობმა სულ მოკლე ხანში შეძლო ზედმეტი წონის მოშორება და ძველი ფორმის დაბრუნება. მას მუცლის ნასახიც არ ეტყობოდა და თავს დიდებული მკერდით იწონებდა, რომელიც მშობიარობის შემდეგ, ცხადია, გაეზარდა და პენელოპა კიდევ უფრო სექსუალური გახადა.
ვარსკვლავის მკერდის მშვენიერებას განსაკუთრებულად წარმოაჩენდა ღრმა დეკოლტე. პენელოპას L'wren Scott-ის ალისფერი კაბა ეცვა, რომლის სილამაზე ყველამ ერთხმად აღიარა.
ცერემონიალზე პენელოპა კრუსი მეუღლესთან, ხავიერ ბარდემთან ერთად გამოცხადდა, რომელიც თავისი მეორე ნახევრით აშკარად ამაყობდა.
atb.ge