კამა ბევრ დაავადებას ებრძვის

კამა ბევრ დაავადებას ებრძვის

კამას ოდითგანვე ბევრი დაავადების წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებდნენ.

კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითების დროს, ერთ სუფრის კოვზ დანაყილ კამის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნაყენი, ჭამამდე, დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე.

ქრონიკული კოლიტის დროს, ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ ორ ჭიქა მდუღარე წყალში და მოურიეთ კარგად. გააჩერეთ ნახევარ საათს. დალიეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნაწლავთა გაუვალობის, ყაბზობისა და ნერვული გადაღლის დროს, დალიეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლისა და ერთი ჭიქა რძის ნაზავი. ოღონდ რძე და კამა ათი წუთი უნდა ადუღოთ ნელ ცეცხლზე.

სისხლნაკლებობის დროს აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ან თავად კამა, დაასხით ერთი ჭიქა რძე, ადუღეთ ათი წუთი. წვენი მიირთვით დღეში სამჯერ.