თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენს ტელეფონით ესაუბრა

თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენს ტელეფონით ესაუბრა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის ამერიკელ კონგრესმენს მადლობა გადაუხადა. სამშაბათს კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს მომავალ სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, რისთვისაც ირაკლი ალასანიამ მაიკლ ტერნერს პირადად გადაუხადა მადლობა.

მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.