ლუდი „ბავარია“ კვლავ ჰოლანდიური იქნება

ლუდი „ბავარია“ კვლავ ჰოლანდიური იქნება

ბავარიელ ლუდის მწარმოებლებსა და ცნობილ ჰოლანდიურ ფირმა „ბავარიას“ შორის მრავალწლიანი დავა დასრულდა. ევროპის სასამართლომ გამარჯვებულად ჰოლანდიური კომპანია - „ბავარია“ გამოაცხადა.

ბავარიელი ლუდის მწარმოებლები ჰოლანდიელებს გერმანიის ამ მხარის სახელად გამოყენებას ედავებოდნენ და მის ჩამორთმევას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გერმანელების არგუმენტი ის იყო, რომ მარკა „ბავარიას“ მყიდველები შეცდომაში შეჰყავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სახელწოდების კუთხე გერმანიის ნაწილია, ლუდი გერმანიაში წარმოებული ეგონათ.

ჰოლანდიელების არგუმენტი კი ის იყო, რომ მათ ბრენდი „ბავარია“ 1995 წელს კანონის სრული დაცვით შეისყიდეს. გერმანელები ამტკიცებენ, რომ „ბავარიის“ შესყიდვაზე განცხადება ჯერ კიდევ 1993 წელს შეიტანეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანელების განცხადება ძალაში 2001 წლიდან შევიდა. ამიტომაც მიენიჭათ ჰოლანდიელებს უფლება მათ ქვეყანაში წარმოებულ ლუდს „ბავარია“ უწოდონ.

ჰოლანდიური მხარე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამის შემდეგ ბრენდის დაცვა უკვე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. საქმე ისაა, რომ ბავარიელი ლუდის მწარმოებლების პრეტენზიები, ჰოლანდიის გარდა, იტალიაში გასაყიდად გამოტანილ ჰოლანდიურ ლუდსაც ეხებოდა. ამიერიდან ჰოლანდიური „ბავარია“ იტალიაშიც უპრობლემოდ გაიყიდება.