შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ  ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.