საკრებულოს დეპუტაცია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ღრმაღელის სათავო ნაგებობის მიშაობის სპეციფიკას გაეცნო

საკრებულოს დეპუტაცია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ღრმაღელის სათავო ნაგებობის მიშაობის სპეციფიკას გაეცნო

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ღრმაღელის სათავო ნაგებობა და იქ განთავსებული სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია დღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ანტიკრიზისულის შტაბის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ საკრებულოს დეპუტაციას დედაქალაქის წყალმომარაგების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.

 ყურადღება გამახვილდა ნედლი წყლისა დამუშავებისა და ფილტრაციის იმ ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებსა და საშუალბებზე, რაც ღრმაღელის სათავო ნაგებობაზე თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტების მიერ იქნა შემუშავებული და დანერგილი.

საკრებულოს წევრები სასმელი წყლის ხარისხისა და მონიტორინგის სისტემითაც დაინტერესდნენ და ამ მიზნით, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ცენტრალური ქიმიურ–მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობას გაეცნენ.

ლაბორატიის სპეციალისტებმა სტუმრებს წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევების მონაცემები გააცნეს, რომლის თანახმად, თბილისისთვის მიწოდებულ სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე დაბალია, აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და სხვადასხვა მინერალებითაა მდიდარი.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი მუსხელიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორია ევროპულ სტანდარტებს მიესადაგება და იმის გათვალისწინებით, რომ წყალმომარაგების კომპანია წყლის ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს, დედაქალაქის  მოსახლეობას აბსოლუტურად უსაფრთხო წყალი მიეწოდება.

საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელების“ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის თქმით კი, მთავარი პრობლემა ქალაქში მოძველებული ქსელის არსებობაა, რაც უმოკლეს დროში უნდა იქნას აღმოფხვრილი.