მწვადი ფენოვან ცომში

მწვადი ფენოვან ცომში

ყველა სუნელი, რომელიც მოცემულია ინგრედიენტებში, დანაყეთ. წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან, ისე რომ დაფაროს. მოათავსეთ ხორცი კულინარიულ კონტეინერში ან ცელოფანში და შედგით მაცივარში. მინიმუმ 4 საათით, სასურველია 24 საათით.

სუფრაზე მიტანამდე 1 საათით ადრე - სოკო და ხახვი მოთუშეთ ერთად. გაახურეთ აირღუმელი 160 გრადუსამდე. ხორცი გამოდგით მაცივრიდან და რამდენიმე ხანი დატოვეთ ოთახის ტემტერატურაზე. ასევე გაალღვეთ ფენოვანი ცომიც. ხორცს მოასხით ცოტა ზეთი და  შეწვით ცხელ ტაფაზე ყველა მხრიდან - გვერდების შეწითლებაბდე. დაახლოებით თითო გვერდი მოითხოვს 2 წუთამდე დროს;

ხორცი და სოკო შეაგრილეთ. გაშალეთ ფენოვანი ცომი 5-6 მმ სისქეზე და დაადეთ სოკო ზემოდან. ამ სოკოს დაადეთ ხორცი და ხორცს გადაუსვით მდოგვი სქელ ფენად. გადაახვიეთ ცომი. შეგიძლიათ მორთოთ სხვადასხვა ფორმის ცომით. ბოლოს წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში შუა სექციაზე.

ღუმელში აანთეთ მხოლოდ ქვედა სექცია, როცა ცომი ამოიწევა, გაფუვდება და უკვე მხად არის, აანთეთ ღუმელის ზედა ნაწილიც, რომ ლამაზად დაიბრაწოს. სულ ბოლოს, კერძი გადმოიღეთ ფართე ლანგარზე და აცალეთ შეგრილება. დაჭერით  ბასრი დანით.

ინგრედიენტები:

საქონლის რბილი ხორცი– 500 გრამი,

ფენოვანი ცომი.

სოკო - 400 გრამი,

 ხახვი - 200 გრამი,

 მდოგვი, სასურველია მარცვლოვანი - 3 სადილის კოვზი,

მარილი,

წითელი წიწაკა,

შავი პილპილის მარცვლები,

ხმელი ქინძის მარცვლები,

დაფქვილი ან ახლადგახეხილი მუსკატი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.

perfectcook.org