მიხეილ დარჩიაშვილის შეხვედრა გენერალ-ლეიტენანტ ანდერს ლისვერთან

მიხეილ დარჩიაშვილის შეხვედრა გენერალ-ლეიტენანტ ანდერს ლისვერთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. დღეს,  შვედი სტუმრები გენერალ-ლეიტენანტ ანდერს სილვერის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.  შეხვედრას საქართველოში შვედეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი პეტერ ადოლფსონი  და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ დარჩიაშვილი  სტუმრებს საქართველოს  საგარეო პრიორიტეტებსა და  ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე  ესაუბრა.  მინისტრის მოადგილემ  მათ   თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო,  ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

შვედეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და განვითარების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ანდერს სილვერი და დელეგაციის წევრები დღეს ვაზიანშიც იმყოფებოდნენ, სადაც საერთაშორისო სწავლება "ვიკინგი 2014" მიმდინარეობს.