გუშინ მთელი მსოფლიოს კინომოყვარულთა ყურადღება, შერთებული შტატებისაკენ იყო მიპყრბილი. ამერიკაში ხომ, “ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების, 83-ე “ოსკარის“ ყველაზე მეტ ნომინაციაში მხატვრული ფილმი “მეფის სიტყვა“ იყო წარდგენილი.
წარმოგიდგენთ გამარჯვებულ ნომინანტებს:
• საუკეთესო ფილმი - “მეფის სიტყვა“
წარდგენილი იყო ფილმები: “შავი გედი“, “მეომარი“, “დასაწყისი“, “ბავშვები კარგად არიან“, “მეფის სიტყვა“, “127 საათი“, “სოციალური ქსელი“, “სათამაშოების თავგადასავალი 3“, “ნამდვილი საჩუქარი“ და “ზამთრის ძველი“.
• საუკეთესო რეჟისურა - ტომ ჰუპერი - “მეფის სიტყვა“
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარდგენილი იყო 5 რეჟისორი. ნომინანტებს შორისაა ოქროს იყო გლობუსის გამარჯვებული დევიდ ფინჩერი ფილმისთვის "სოციალური ქსელი", ასევე დარენ არონოვსკი - "შავი გედი", დევიდ ო. რასელი - "მებრძოლი", ტომ ჰუპერი - "მეფის სიტყვა" და ჯოელ და ეთან კოენები - "ნამდვილი საჩუქარი".
• მამაკაცის საუკეთესო როლი – კოლინ ფერტი ) - “მეფის სიტყვა“
ამავე ნომინაციაში მოხვდნენ: ჰავიერ ბარდემი ფილმისთვის "მშვენიერი", ჯეფ ბრიჯესი - "ნამდვილი საჩუქარი", ჯეს ეისენბერგი - "სოციალური ქსელი", კოლინ ფერტი - "მეფის სიტყვა" და ჯეიმს ფრანკო - "127 საათი".
• ქალის საუკეთესო როლი - ნატალი პორტმანი - “შავი გედი“
წარდგენილნი არიან ანეტ ბენინგი - "ბავშვები კარგად არიან", ნიკოლ კიდმანი - "ბოცვრის სორო", ჯენიფერ ლოურენსი - "ზამთრის ძვალი", ნატალი პორტმანი - "შავი გედი" (ამ ნომინაციაში პორტმანმა 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე გაიმარჯვა) და მიშელ უილიამსი - "ცისფერი ვალენტინი".
• საუკეთესო ანიმაციური ფილმი: - “სათამაშოების ისტორია 3“
საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ამერიკის კინოასოციაციამ შემდეგი ნამუშევრები წარადგინა: "როგორ მოვარჯულოთ დრაგონი", "ილუზიონისტი" და "სათამაშოების თავგადასავალი 3".
• საუკეთესო სიმღერა: რენდი ნიუმანი, “სათამაშოების ისტორია 3“
• საუკეთესო მონტაჟი - ანგუს უოლი, კირკ ბაქსტერი, “სოციალური ქსელი“;
• საუკეთესო სპეცეფექტები - პოლ ფრანკლინი, კრის კორბოულდი, ენდრიუ ლოკლი და პიტერ ბები, “დასაწყისი“.
• საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – “საშინაო საქმე“
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “სიყვარულის ღმერთი“
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - "აქ უცხოები არ არიან"
• საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი - "ალისა საოცრებათა ქვეყნიდან"
• საუკეთესო საგრიმიორო ნამუშევარი - რიკ ბარკერი და დევიდ ელსი,"ადამიანი მგელი"
• საუკეთესო ხმის რეჟისურა - "რიჩარდ კინგი", "დასაწყისი"
• საუკეთესო ხმა - "დასაწყისი"
• საუკეთესო საუნდტრეკი" – ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსსი, "სოციალური ქსელი"
• მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი - კრისტინ ბეილი, "მებრძოლი
• საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - "შურისძიება";
• საუკეთესო ორიგინალუ სცენარი - დევიდ სედლერი, "მეფის სიტყვა"
• საუკეთესო ადაპრიტებული სცენარი - აარონ სორკინი, "სოციალური ქსელი"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: – "დანაკარგი"
• ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვაი როლი – მელისა ლეო, "მებრძოლი"
• საუკეთესო ოპერატორი - უოლი ფისტერ - უოლი ფისტერი, "დასაწყისი"
• საუკეთსო დამდგმელი მხატვარი - რობერტ სტრომბერგი, “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან“.