მოსწავლეებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი

მოსწავლეებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ბროშურა, რომელიც სკოლის მოსწავლეთათვის კლასგარეშე კითხვარს წარმოადგენს. 

მე-5 - მე-8 კლასელებისთვის განკუთვნილ ბრუშურაში შესული კითხვარიდან ერთ-ერთი საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.

დასმული შეკითხვა ასეთია:

რომელი პოლიტიკოსის მეუღლესთან არის დაკავშირებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობა?
A: დავით ბაქრაძის
B: ბაჩანა ახალაიას
C: ვანო მერაბიშვილის
D: გივი თარგამაძის

რაც შეეხება კითხვარს, ის 2013 წელს არის გამოცემული და მისი ავტორია თემურ აბაშიძე. ბროშურა, სახელწოდებით "კითხვარები მოაზროვნეთათვის" სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.