საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილის ბაღში 40 ნერგი დარგეს

საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილის ბაღში 40 ნერგი დარგეს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თბილისის უბნებისა და სკვერების  გამწვანება გრძელდება. აქციაში  თბილისის საკრებულოც ჩაერთო. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა  შვილებთან ერთად 9 აპრილის ბაღში 40 ნაძვი დარგეს.

როგორც საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიის თავმჯდომარემ ნათელა მაჭავარიანმა აღნიშნა, ხეები 9 აპრილს დაღუპული ახალგაზრდების უკვდავსაყოფად დაირგო.
მისივე თქმით, დედაქალაში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი სახის ღონისძიებების მოწყობა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას თქმით, დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იღებენ მონაწილებას გამწვანების აქციებში. დეპუტატები ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე რგავენ ხეებს და ამწვანებენ დედაქალაქს.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ანალოგიური აქციები მომავალშიც გაგრძელდება.