“კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ მანდილოსანს დაბადების მერე ფალოსი გამობმოდეს“

“კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ მანდილოსანს დაბადების მერე ფალოსი გამობმოდეს“

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მომღერალ თეონა კონტრიძის “მძიმე კაცთან“ საუბარს ეხმაურება.

როგორც ღვინჯილია წერს, ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკებას ჰქვია “ქართვლის დედა” და არა, “ქართლის დედა”, როგორც ეს გადაცემის წამყვანმა და თეონა კონტრიძემ აღნიშნეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძის შეფასებას , რომ “ქართლის დედას”, კარგა ხანია, ფალოსი აქვს გამობმული, ენათმეცნიერი ამ პოსტულატსაც სადაოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ მანდილოსანს დაბადების მერე გამობმოდეს მამაკაცის სასქესო ორგანო, ანუ -ფალოსი, თუკი მას ასეთი რამ დაბადებიდანვე არ დაჰყოლია თან.

“უწყინარი ლინგვისტური შენიშვნა თეონა კონტრიძესა და “მძიმე კაცს”- ანუ ამ გადაცემის წამყვანს: ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკებას ჰქვია “ქართვლის დედა” და არა, როგორც თქვენ გგონიათ, – “ქართლის დედა”… ამდენად აქ “ქართლი” არაფერ შუაშია, არც – “კახეთი, გურია და სამეგრელო”…საუბარია “ქართველის” (ანუ- “ქართვლის”, ეს ფუძეშეკუმშული ფორმაა, მესამე კლასის გრამატიკიდან) დედაზე”. რაც შეეხება ქალბატონი თეონას აღმოჩენას, რომ (მისებურად) “ქართლის დედას”, თურმე, კარგა ხანია, ფალოსი გამობმია, ეს პოსტულატიც სადავოდ მიმაჩნია, რამდენადაც, ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ მანდილოსანს დაბადების მერე გამობმოდეს მამაკაცის სასქესო ორგანო, ანუ – ფალოსი, თუკი მას ასეთი რამ დაბადებიდანვე არ დაჰყოლია თან. და კიდევ, სანამ სიტყვა “ფალოსს” ახსენებდა, ქალბატონმა თეონამ ხელებით ორი მრგვალი ბურთი მოხაზა, რაც ჟესტების ენაზე სხვა რამეა და არა – ფალოსი. აქვე ვაღიარებ, რომ ეს , ალბათ, უნებლიე მექანიკური უზუსტობაა, თორემ შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ რესპოდენტმა ფალოსის მოხაზულობა უფრო ზუსტად არ იცოდეს. ამ ინტერვიუში ზოგი სხვა საკითხიცაა სადავო, მაგრამ რაკი ვაღიარებთ “გამოხატვის თავისუფლებას”, მათზე აღარ ვიკამათოთ“, – წერს ლევან ღვინჯილია ფეისბუქის პირად გვერდზე.