დღეს, ქალაქ გორში V ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ გაიმართა. ღონისძიებაში V ქვეითი ბრიგადის 110-მა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჯარისკაცებთან ერთად აქციაში სახმელეთო ჯარების სარდლობის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძეც ჩაერთვნენ. გამწვანების ღონისძიებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „მწვანე მომავლის“ მონაწილეებმა 400 ხე - 200 იფანი და 200 ნეკერჩხალი დარგეს.
გამწვანების კამპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერაა ინიცირებული. აქციის მიზანი საქართველოში გამწვანების ხელშეწყობა და ეკოლოგიის თემის პოპულარიზაციაა. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით მილიონი ნერგის დარგვა და გახარებაა დაგეგმილი.