შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნიკოლოზ ნ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა , რომ ბრალდებულმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ჯი-პი-სი“–ის აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. თანხის ნაწილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ღაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).