ჩაშუშული ცხვრის ხორცი კახურად

ჩაშუშული ცხვრის ხორცი კახურად

უპირველეს ყოვლისა, დავჭრათ ხახვი ძალიან წვრილად. ცხვრის მსუქანი ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ. პომიდორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ, კარტოფილი გავთალოთ და შუა-შუა გავჭრათ.

ქვაბში ერთ ფენად ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ ხორცი, კარტოფილი, დავასხათ პომიდორი, მოვაყაროთ პილპილი ან წიწაკა, მარილი და დაჭრილი ქინძი. თავდახურული ქვაბი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ.

ზამთრის პერიოდში, ახალი პომიდვრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ტომატი ან ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი პიურე.

ინგრდიენტები:

500 გრამი ცხვრის ხორცი,

10 ცალი პომიდორი,

200 გრამი კარტოფილი,

დაჭრილი ქინძი,

პილპილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.