მუსიკოსი თეონა კონტრიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ხალხს მანიაკალურად ეშინია თავისუფლების. კონტრიძემ, ტელეკომპანია “ტაბულას” ეთერში განაცხადა, იგი მადლობას უხდის მსახიობ თინა მახარაძეს, რომელმაც ორალურ სექსზე ხმამაღლა საუბარი “გაბედა”.
“თავისუფლება ხომ პასუხისმგებლობაა?! შენში ახალი ენერგიების შესვლაზე ხომ უნდა აგო პასუხი? ყველას უნდა, როგორ შეიძლება რომ ადამიანს არ უნდოდეს ორალური სექსი?! ან გასინჯვა, ან შენ რომ შეგეხონ.. რა თქმა უნდა, ამაზე ყველა ფიქრობს: სვანეთშიც, ხევსურეთშიც, მთიულეთშიც, მაგრამ ამაზე საუბარი დიდი გამბედაობაა რატომღაც საქართველოში. შეიძლება იმიტომ რომ აზია ვართ და ყველაფერი უნდა იყოს დამალული, დაჩქმალული. ის გოგო “ხოშიანი” გოგოა და ჩემგან მილიონი კომპლიმენტი მივწერე და ღმერთმა გაუმარჯოს ყველგან, სადაც არის.