სასტუმრო “თბილისი მარიოტში პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრის – მამუკა მიქელაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მამუკა მიქელაძის ძმის, ლევან მიქელაძის დაბადების დღეს ეძღვნება.
“ხელოვნების მოყვარულთა წრეში მამუკა მიქელაძის ხელოვნებას საკმარისად კარგად იცნობენ და ამ გამოფენას დამთვალიერებელი არც ისე მოაკლდებოდა. თუმცა, დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე და გადავწყვიტეთ, რომ ამ დღის საუკეთესო აღნიშვნა, სწორედ ამ გამოფენის გახსნა იქნებოდა“, - ამბობს ლევან მიქელაძის ფონდის წარმომადგენელი, ირაკლი მენაღარიშვილი.
ლევან მიქელაძის პოლიტიკური თანაგუნდელის, “თავისუფალი დემოკრატები“-ს ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, დღევანდელი გამოფენა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს დაამშვენებდა.
“განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ეს გამოფენა ლევან მიქელაძის დაბადების დღეს გაიხსნა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავად ავტორმა, მამუკა მიქელაძემ გამოფენის ორგანიზაბისთვის ლევან მიქელაძის სახელობის ფონდსა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გამოფენა, რომელზეც 15 ნამუშევარია წარმოდგენილი, 10 მარტამდე გაგრძელდება