გოგა ხაჩიძე: საქართველოში 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების ბლოკირება

გოგა ხაჩიძე: საქართველოში 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების ბლოკირება

რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოში, 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება.

ელემენტარული მათემატიკა: საქართველოში 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება (პარლამენტი, კანცელარია, საკრებულო, მერია, სამინისტრო, ცესკო, გზა, მაგისტრალი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი, ტერმინალი და ა.შ.). ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი ს !

100 000 ადამიანი ნიშნავს 10 ასეთ ჯგუფს, 200 000 ადამიანი ნიშნავს 20 ასეთ ჯგუფს. თეორიულად ეგრეა. p.s. 9 X 6 = 54”, - წერს ხაჩიძე.