ტრამპი: ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება

ტრამპი: ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება.

მოდით, დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დავიცვათ რელიგიური თავისუფლება, მათ შორის დღესდღეობით პლანეტის ყველაზე დევნილი რელიგიის: ამას ქრისტიანობა ჰქვია. და მოდით, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დავაფასოთ ის თვისებები, რის გამოც ჩვენი ერები ასეთი განსაკუთრებულნი, წარმოუდგენელნი და არაჩვეულებრივნი გახდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.