მცხეთაში, მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

მცხეთაში, მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

მცხეთაში, ქალაქის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოების პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თამჯდომარე ლევან დარახველიძემ მოინახულეს.

ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული.

"ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს

ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის ქალაქ-მუზეუმის არქიტექტურულ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.