გურამ მაჭარაშვილი: ეს არის ზუსტად მტკიცებულება რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალადობრივი პროცესები

გურამ მაჭარაშვილი: ეს არის ზუსტად მტკიცებულება რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალადობრივი პროცესები

ეს არის ზუსტად მტკიცებულება რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალადობრივი პროცესები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირის“ სიუჟეტზე საუბრისას.

„სააკაშვილის დედა, რომელიც ასევე საჯაროდ უხდიდა მილიონებს ამერიკაში ისეთ ლობისტურ კომპანიას, რომელსაც ნაწილ-ნაწილ უნდა გამოეტანა თავისი შვილი საავადმყოფოდან. ეს უნივერსიტეტია, რომელიც როგორც შეუძლია აფინანსებს ამ ძალადობრივ აქციებს“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრულ სქემაზე „იმედის კვირამ“ მორიგი სიუჟეტი მოამზადა და დაფინანსების ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საუბარია ხელოვნურ პროტესტში უნივერსიტეტების ჩართულობაზე. დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, გიორგი ბაჩიაშვილია და ალასანიას უნივერსიტეტის გავლით ფინანსები საბა ჯაჯანიძის კომპანიაში ირიცხება.