ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა „შოკირებული და გლოვაში მყოფი ერია“.
„ორი კვირის წინ, ჩვენს ქვეყანას წაართვეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შუქი, თავისი თაობის გოლიათი, და უპირველეს ყოვლისა, ერთგული ქმარი, მამა, შვილი, ქრისტიანი და პატრიოტი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩარლი კირკი სასტიკად მოკლა რადიკალიზებულმა, ცივსისხლიანმა ურჩხულმა, იმის გამო, რომ სიმართლეს ამბობდა. ის ძალადობრივად მოკლეს, რადგან საუბრობდა თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე, ღმერთზე, ქვეყანაზე, საღ აზრსა და გონიერებაზე“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.