სოზარ სუბარი: საქართველოში ერთი რამ არის ცხადი - როდესაც არჩევნები ყალბდება, არც კი ელოდება მოსახლეობა ოპოზიციის მოწოდებას, თვითონ გამოდის ქუჩაში

სოზარ სუბარი: საქართველოში ერთი რამ არის ცხადი - როდესაც არჩევნები ყალბდება, არც კი ელოდება მოსახლეობა ოპოზიციის მოწოდებას, თვითონ გამოდის ქუჩაში

დესტაბილიზაციასაც და სტაბილურობასაც ქმნის ხალხი და ხალხი არის სიმართლის მხარეს, ხალხი არის მშვიდობის, განვითარების მხარეს, - განაცხადა გადაცემაში იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოვლენები შეიძლება, განვითარდეს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან 4 ოქტომბრის შემდეგ.

ბუნებრივია, ისინი დიდი ხანია, ახდენენ მობილიზებას, მაგრამ ბევრი ადამიანი რომ არ გამოვა, ამას ჩვენ დავინახავთ, მით უმეტეს, პროტესტი არ იქნება და ვერ იქნება ძალიან ხანგრძლივი. საქართველოში ერთი რამ არის ცხადი, როდესაც არჩევნები ყალბდება, არც კი ელოდება მოსახლეობა ოპოზიციის მოწოდებას, თვითონ გამოდის ქუჩაში, მაგრამ როდესაც ყველამ იცის, რომ შედეგი არის რეალური - რაც არჩევნებში დაიდო, ის შედეგი, მაშინ ხალხი არ გამოდის. გამოდიან აქტივისტები, რომელთა ძირითადი ნაწილი არის დაფინანსებული. ამ დაფინანსებას ჩვენ ვხედავთ ყველა ქვეყნის მაგალითზე. ვამბობდი, ფილიპინებშიც დაიწყო მოძრაობა. ზუსტად იციან ფილიპინებში ვინ, საიდან, როგორ ფინანსდება. ბოლო ორი კვირაა, იმედის კვირაში“ გადის ძალიან კარგი სიუჟეტები, სადაც ჩანს დაფინანსების სხვადასხვა წყარო - გამოსვლებისთვის, ცალკეულ პირებზე გადარიცხული თანხები, ცალკეულ ენჯეოებზე“ და ასე შემდეგ.

ეს ფული სადღაც აისახება, მაგრამ ამით მასა ვერ შეიქმნება - მასა, რომელიც შეიძლება, იყოს ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის შემქმნელი. დესტაბილიზაციასაც და სტაბილურობასაც ქმნის ხალხი და ხალხი არის სიმართლის მხარეს, ხალხი არის მშვიდობის, განვითარების მხარეს“, - განაცხადა სუბარმა.