პიტ ჰეგსეტი: ჩარლი ომობდა, ოღონდ არა იარაღით, არამედ მიკროფონით, თავისი გონებითა და ჭეშმარიტებით - ჩარლი კირკი იყო მებრძოლი ქვეყნისთვის, მებრძოლი ქრისტესთვის

პიტ ჰეგსეტი: ჩარლი ომობდა, ოღონდ არა იარაღით, არამედ მიკროფონით, თავისი გონებითა და ჭეშმარიტებით - ჩარლი კირკი იყო მებრძოლი ქვეყნისთვის, მებრძოლი ქრისტესთვის

ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა კონსერვატიულ აქტივისტს თავისუფლების იდეის, ახალგაზრდების ძალის, ჩვენი რესპუბლიკისა და ამერიკის ფუძემდებლური პრინციპების ჭეშმარიტი მორწმუნე“ უწოდა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ნაკლები მთავრობა გვჭირდებოდა. მაგრამ ჩარლის ესმოდა და თავის მოძრაობაშიც ეს დანერგა, რომ ჩვენ ასევე ბევრად მეტი ღმერთი გვჭირდებოდა... ამ კვირა დილას მინდა ვიფიქრო, რომ ყველა ჩარლის ეკლესიაში ვართ“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

ჩარლი ომობდა, ოღონდ არა იარაღით, არამედ მიკროფონით, თავისი გონებითა და ჭეშმარიტებით. ჩარლი კირკი იყო მოქალაქე, რომელსაც ჯარისკაცის ბიბლიური გული ჰქონდა. ჩარლი კირკი - მებრძოლი ქვეყნისთვის, მებრძოლი ქრისტესთვის“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.